Sunday, June 24, 2012

დურუჯი 2012

დურუჯი 2012 წინა წლებისგან განსხვავებით წელს, 16 ივნისს, ,,დურუჯის” რიგით მეოთხე დაჯილდოებას სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზომ უმასპინძლა, საღამოს 9 საათზე დაგეგმილი ცერემონიალი ოდნავ მოგვიანებით დაიწყო, თუმცა ამით არავინ შეწუხებულა, საზეიმოდ გამოწყობილი ადამიანები, შესაბამისი განწყობით ერთად ვიყრიდით თავს. ყველაზე უფრო ცნობილი ქართული სპეკტაკლებიდან გაჟღერებული მელოდიები კიდევ უფრო ამძაფრებდა შეგრძნებას, რომ ჩვენ თეატრალური საზოგადოების წრეში მოვხდვით, ამ ყველაფერს გრილი ამინდიც დაემატა და სრულმა ჰარმონიამ დაისდგურა. სტუმრებს, ლაშა პაპაშვილი თბილი სალამით დაგვხდა, ეზოში შეკრებილი საზოგადოება მოუთფენლად ველოდით წლევანდელი დურუჯის გამარჯვებულთა ვინაობის გამხელას, თუმცა ყველას ჩვენი ვარაუდები გვქონდა, რომელიც ასე თუ ისე გამართლა. წლევანდელ დურუჯში იყო სიახლე, ხუთ ნომინაციას კიდევ ერთი დაემატა, საუკეთესო მხატვარ-სცენოგრაფი და საბოლოოდ შემდეგ ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: 1. საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი 2. საუკეთესო მხატვარ-სცენოგრაფი 3. საუკეთესო ქართული პიესა 4. საუკეთესო ქალი მსახიობი 5. საუკეთესო კაცი მსახიობი 6. საუკეთესო ახალგაზრდა სარეჟისორო ნამუშევარი ჟიური სულ ხუთი წევრისგან შედგებოდა: დათო ტურაშვილი, დათო ბუხრიკიძე, მაია გოშაძე, დათო გაბუნია და სოფო კილასონია. ნომინაციებში წარდგენილნილი იყვნენ: წლის საუკეთესო მხატვარ-სცენოგრაფი: 1. თემურ ნინუა ,,ნადირობის სეზონი” რუსთაველის თეატრი 2. ნინო კიტია ,,ფსიქოზი 4-48” ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი 3. გიორგი თავაძე ,,გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი” ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი წლის საუკეთესო ქართული პიესა: 1. თამაზ ჭილაძე ,,ნადირობის სეზონი” რუსთაველის თეატრი 2. ლაშა ბუღაძე ,, პანთეონი” ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი წლის საუკეთესო მსახიობი ქალი: 1. ია სუხიტაშვილი ,,ნადირობის სეზონი” რუსთაველის თეატრი 2. ქეთა შათირიშვილი ,,R+J მესამე მეხსიერება ბედისწერა დაბნეულია” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრი 3. მაგდა ლებანიძე ,,R+J მესამე მეხსიერება ბედისწერა დაბნეულია” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრი 4. კატო კალატოზიშვილი ,,R+J მესამე მეხსიერება ბედისწერა დაბნეულია” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრი 5. მაია გელოვანი ,,R+J მესამე მეხსიერება ბედისწერა დაბნეულია” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრი წლის საუკეთესო მსახიობი კაცი: 1. მარლენ ეგუტია ,,კრეპის უკანასკნელი ფირი” მარჯანიშვილის თეატრი 2. მამუკა მანჯგალაძე ,,გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი” ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი 3. ტიტე კობახიძე ,,გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი” ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი 4. გიორგი ნაკაშიძე ,,R+J მესამე მეხსიერება ბედისწერა დაბნეულია” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრი 5. პაატა ინაური ,,R+J მესამე მეხსიერება ბედისწერა დაბნეულია” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრი 6. დათა თავაძე ,,სტრიპტიზი” სამეფო უბნის თეატრი წლის საუკეთესო ახალგაზრდა სარეჟისორო ნამუშევარი: 1. ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი ,,კრეპის უკანასკნელი ფირი” მარჯანიშვილის თეატრი 2. მაკა ნაცვლიშვილი ,,ფსიქოზი 4-48” ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი 3. გაგა გოშაძე ,,ბოლო გაჩერება” ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი. წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი: 1. რობერტ სტურუა ,,ნადირობის სეზონი” რუსთაველის თეატრი 2. ნიკა თავაძე ,,სტრიპტიზი” სამეფო უბნის თეატრი 3. გიორგი თავაძე ,,გვესაჭიროება მოხუცი ჯამბაზი” ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი. წლის საუკეთესო მხატვარ-სცენოგრაფის ჯილდო ერგო თემურ ნინუას, წლის საუკეთესო ქართული პიესა თამაზ ჭილაძე, წლის საუკეთესო ქალი მსახიობი ქეთა შათირიშვილი, წლის საუკეთესო კაცი მსახიობი გიორგი ნაკაშიზე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სარეჟისორო ნამუშევარი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი და წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი რობერტ სტურუა.. ვფიქრობ ნომინაციები საკმაოდ ობიექტურად გადანაწილდა, გამარჯვებული ადამიანები იმსახურებდნენ ამ ჯილდოს, კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი, რაც პირადად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის თავლშისაცემი გახლდათ ის იყო რომ, ნომინაციებში ძალიან ბევრი ახალი თაობის თეატრალური მოღვაწე (განსაკუთრებით მსახიობები) იყო წარდგენილი, რომლებისთვისაც დამერთანხმებით ძალიან დიდი სტიმულია ამ პრესტიჟულ პრემიაზე წარდგენა და მითუმეტეს დამსახურება. ზოგადად პრემია ,,დურუჯი” ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც თეატრალური სამყაროს წარმომადგენლებს ყოველ წლიურად აძლევს შანს (სტიმულს) გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ამ პრემიის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან წინსვლისთვის, როსთვისაც დიდ მადლობას იმსახურებს ,,დურუჯის” მთელი შემოქმედებითი ჯგუფი და უპირველეს ყოვლისა ლაშა პაპაშვილი. ,,დურუჯს” ერთი წლით დავემშვიდობეთ, ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მომავლ წელს და ახალ გამარჯვებულებს, ახალ სახეებს, და კიდევ უფრო მრავალფეროვან შემადგენლობებს, ასევე ახალ სპეკტაკლს რომელსაც ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი წარუდგენს საზოგადოებას. იმედი მაქვს ამ ადამიანების გამარჯვება, სხვა ახალგაზრდა თუ ძველი თაობის შემოქმედებისათვის იქნება კიდევ ერთი ბიძგი იმისა რომ თავადც გახდნენ პრემია ,,დურუჯის” მფლობელები, საზოგადოებას რაც შეიძება ხშირად წარუდგინონ საინტერესო სპეკტაკლები და ყოველ წლიურად სულ უფრო და უფრო მეტი დაინტერესება მოყვეს შესანიშნავ წამოწყებას რასაც თეატრალური პრემია ,,დურუჯი” ჰქვია.