Friday, April 6, 2012
ლაქა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი ქვია!
ლაქა, რომელსაც II მსოფლიო ომი ჰქვია.
არც თუ ისე შორეული წარსული, II მსოფლიო ომი, უდიდესი სამარცხვინო ლაქა საზოგადოებისთვის და სრულად სამყაროსთვის, ეს ,,შავი კვამლი” ჯერ კიდევ ინერციით მოგვყვება, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ მის ჩამოშორებას. ხანდახან გვავიწყდება კიდეც მისი არსებობა, თუმცა სხვადასხვა ფორმით ის თავს გავხსენებს და კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, ადამიანური სისასტიკის შესაძლებლობებზე!
ოსვენციმი, ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების ქსელი, პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ეს დაწესებულება მეორე მსოფლიო ომის პერრიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ, პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტაციო ბანაკი, ის თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა შემდეგ ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა. აქ მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, გერმანელების მიერ დაპყრობილი ქვეყნებიდან. 1939 წელს ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ქალაქა აუშვიცი დაარქვეს.
მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე არაეთი ფილმი გადაღებულია, არც თეატრის წამომადგენლებს გამოუჩენიათ ნაკლები ყურადღება და როგორც ჩანს ის არც დღეს კარგავს აქტუალობას. ბათუმის თოჯინებისა და მოზარად მაყურებელთა თეატრმა ხუთ აპრილს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, წარმოგვიდგინა სპეკტაკლი ,,აუშვიცი”-,,ფერფლის პლანეტა”, რეჟისორი ირაკლი გოგია. სპეკტაკლი აგებულია ცნობილი დრამატურგის, დევიდ ზან მაიროვიცის რადიო პიესის ,,ფერფლის პლანეტა” მიხედვით. მცირე დროში გათანაშებული წარმოდგენა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფაშისტური გერმანიის ,,დამსახურებას” ორი ადამიანის მაგალითზე, თუმცა მსგავსი შემთხვევები ბევრად დიდ მაშსტაბებზე გადადიოდა.
მოქმედება ვითარდება აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ოთხ მილიონზე მეტი ებრაული და სხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი აწამეს. ორმოცდაათ წუთში ჩვენს თავლწინ ვითარდება, სიყვარულიც და სიძულვილიც, თანაგრძნობაც და ჟინი სადისტური მოპყრობისა. ტრანსფორმაცია ადამიანის, გარკვეულ ვითარებაში, ეს ის სიტუაციაა, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იცვლება ეს არსება ,,სათნო” ექიმიდან ჯალათად, სისხლის მსმელ პიროვნებად, რომლის მიზანიც გასაცოდავებული ებრაელის სიკვდილია, ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, მისთვის ერთადერთი გზაა გასცეს თავისი ,,წყალობა”. ხოლო ეს ყოველივე კი ებრაელისთვის ,,სიახული” უნდა იყოს, ამ ,,კეთილი” ადამიანის ხელით სივდილი.
სცენაზე მსხოდმი მაყურებელი, ფიცარნაგის შუაგულში ძველი ფეხსაცმელების გროვა და ეკრანი, ამ გროვაში კი გორელიკი (დიმიტრი მელია), ძველმანი ფეხსაცმელები იმ ებრაელთა სახე და სიმბოლო იყო, რომლებიც უსარგებლო ნივთების მსგავსად ერთად შეაგოვეს და სამუდამო განსასავენებელში გაამგზავრეს, ისეთში როგორშიც ,,ეკადრებოდათ”. გორელიკი სპეკტაკლის დაწყების თანავე ამოდის ამ ძველმანებიდან და იწყება მოქმედება. ექიმი (თამარ მახარაძე) მათრახის ტკაცუნით ეცნობა აუდიტორიას, ავადმყოფი ტრადიციულად თეთრ სამოსშია გმოწყობილი, ხოლო თამარ მახარაძე შავ-თეთ ფორმაში, რომელის ტანისამოსის წინა მხარე საავადმყოფოს ხალათის აქვს, ხოლო მეორე ტყავის, ჯალათის ფორმის. ორ ადამიანს შორის გამართული დიალოგი ნათელს ხდის თუ სად ვითარდება მოქედება, ექიმი ხან მკურნალის, ხანაც ჯალათის როლში წარმოგვიდგება. ის ერთდროულად თანაუგრძნობს და აწამებს კიდეც ავადმყოფს. სასოწარკვეთილი გორელიკი შეშინებული ყვება თავის, ისტორიას, უარს ამბობს მკურნალობაზე და ცდილობს ადამიანური, საერთო ენა გამონახოს ექიმთან, ახალგაზრდა ქალბატონიც უთანაგრძნობს მას, მალევე ეცვლება მკაცრი სახე, ხმაში სიბრალული ეპარება მაგრამ მასში არსებული ორი მედან, მოწყალე ექიმიდან და ჯალათიდან იმარჯვებს ბოროტი, სატანური სული. ,,პაციენტი” უკანასკნელი სიცოცხლის წუთებს, უფერულ სავადმყოფოში ატარებს, ერთადერთი შანსი ადამიანთან ურთიერთობის ,,კეთილი ფერია” ექიმია. სპეკტაკლი დიალოგებზეა აგებული, ,,მსხვერპლი” ყველა თავის ისტორიას იხსენებს, ფრაგმენტებს მისი ტანჯული ცხოვრებიდან, შიგადაშიგ იმეორებს ,,ე,დ,მ,ა” ეს ასოები მისთვის ლოცვასავითაა, ეს ხომ ებრაული ანბანის ასოებია, თუმცა ჯალათს ვერ გაუგია რას უნდა ნიშნავდეს. სპეკტაკლში გამოყენებული მუსიკა მიესადაგება, როგორც თეამტურად ასევე ეპოქალურად და კიდევ უფრო ამძაფრებს შეგრძნებას და ტკივილის არსებული ვითარებისას.
ეკრანზე ვხედავთ II სმოფლიო ომის დროინდელ ფრაგმენტესბს, საკონცენტრაციო ბანაკებს, მიცვალებულ ტყვეებს, ამით რეჟისორი პარალელურ ხერხს იყენებს და ერთდროულად გვიყვება ამბავს და აცოცხლებს მას ეკრანის საშუალებით ჩვენს წინაშე. სახრჩობელაზე ჩამოკიდებული რაბინის ფიტული, შემდეგ პატარა გოგონასი გორელიკის ახლობელი ადამიანები არიან, რომლებიც დამცირებითა და წამებით მოკლეს, ექიმი აიძულებს მას გაიხესნოს ყველაფერი, იცეკვოს, იტანჯოს, კიდევ ერთხელ დაუტრიალოს სულში მწარე მახვილი და გაახსენოს პატარა და, რომელიც 14 წლის ასაკში გააუპატიურეს და დაღი დაასვეს როგორც ფაშისტების მეძავს. თოჯინა რომელიც პატარა გოგონაა, (გორელიკის და) არც თავი აქვს, არ მთელი კიდურები, ის ისეთივე დამახინჯებულია ფიზიკურად, როგორც სულიერად. დროდადრო ისევ გვესმის ხმა რომელიც გვიამბობს ამბებს ებრაელთა ყოფაზე.
სპეკტაკლის დასაწყისში მსახიობები თითქოს მოდუნებულიები იყვნენ, მათი დიალოგები ერთფეროვნად მიმდინარეოდბა, მაგრამ შემდეგ ჩვენს წინ გაცოცხლდა ემოციური კონტრასტები, ,,ფერები” რომლის მიხედვითაც საკამათო ხდებოდა, რომელი გმირი იყო სამკურნალო, გორელიკი თუ ექიმი, რომელისთვის იყო ეს ცხოვრება ნეტარი? ალბათ არცერთისთვის. ხანდახან გორელიკის ადგილასაც კი ინატრებდა თავს ადამიანი, რამეთუ მონურ მდომარეობაში მყოფს მხოლოდ ერთი მისია ეკისრა, ადამიანთა სიკვდილი, სისხლი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავ ხელებიდან, ეს ცოდვა განუწყვეტლივ გახსენებს თავს, გხრავს შიგნიდან და მოსვენებას არ გაძლევს, ავადმყოფი კი იმ იმედით სულდგმულობს, რომ მალე გამოეთხოვება ამ სამყაროს და ბოლოს და ბოლოს დაისვენებს ,,კეთილი” არსებებისგან. გამასხარავებულია რაბინი, რომელსაც ექცევიან ისე როგორც კლოუნს, აცეკვებენ დასცინიან, ის ახლა გასართობი საშუალებაა.
ადამიანების სულიერ მდგომარეობის ცვალებადობა საკმაოდ მოკლე ხანში, ლაკონურად იყო გადმოცემული, არ გვბეზრდება დიალოგებისა თუ მონოლოგების მოსმენა, თუმცა ხანდახან მსახიობების პათეთიკა ოდნავ გამაღიზიანებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი სცენაზე ისხდა, ხშირად იყო სმენადობის პრობლემა, არ ისმოდა მკაფიოდ არტისტების მიერ წარმოთქმეული თექსტი. იყო ტექნიკური ხარვეზები განათების მხრივ, რომელიც ცოტაოდენ დისკომფორტს ქმნიდა. თეატრში მოქცევის ,,ქართული კულტურა” კი მთლიანად ჩვენს ხასიათზეა მორგებული და უფლებას გვაძლევს ვიაროთ სცენაზე კამერით ხელში, იქით და აქეთ ვიდრე რომელიმე შეწუხებული მაყურებელი არ ,,დაგვტუქსავს”.
ამ სპეკტაკლში გამოყენებული ტექნიკური ხერხები, ექსპერიმენტი სცენაზე, პირველი არ ყოფილა, (ეკრანზე გამოსახული II მსოფლიო ომის კადრები, კამერით მაყურებელთა სახეების აღბეჭვდა), თუმცა ეფექტური საშუალებაა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრო ატმოსფერო, ერთდოულად გადმოსცე 2 თემა, (მსახიობის მიერ მოყოლილი და ეკრანზე აღბეჭდილი) უყუო, მოისმინო და აღიქვა. წარმოდგენის სტრუქტურა არც თუ ისე რთული და ძნელად აღსაქმელი იყო. ეს არ იყო სპექტაკლი სადაც ბევრი ფიქრი და ჩაღმავება დაგვჭირდებოდა, ის უბრალოდ კიდევ ერთხელ გვახსენებდა განუყოფელ წარსულს და გვაფრთხილებდა, რომ ადამიანის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. ექსპერიმენტმა გაამართლა, რეჟისორმა მცირე დროში მოხერხებულად გვიამბო, ეპიზოდი II მსოფლიო ომიდან, არც მაყურებელი დაღალა და მოგვცა იმის საშუალება გვერდიდან შეგვეხედა, გაგვეანალიზებინა და დაგვეფასებინა დღევანდელი ყოფა! ვინაიდან ეს მხოლოდ წარსულია, უამრავი ადამიანის მიერ განვლილი ჯოჯოხეთი.
სოფო ძიძიგური.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment