Tuesday, December 13, 2011
ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის 75 წლის იუბილე
2011 წლის 13 დეკემბერს ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის 75 წლის იუბილე ამავე ქალაქში აღინიშნა. ეს თარიღი გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი თაობა აღიზარდა მათ სპექტაკლებზე. საიუბილეო საღამოს ამავე თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა უმასპინძლა. წარმოდგენა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ სცენაზე გამართეს და თავიანთი სათქმელი, სამადლობელი და მოსაფერებელი სიტყვები ოთხმოცდაათ წუთში ჩატიეს.
სწორედ ამ თარიღს დაემთხვა UNIMA-ს, თოჯინური ხელოვნების საერთაშორისო მოღვაწეთა, საერთაშორისო გაერთიანების დაფუძნება, რომელსაც ესწრებოდა ზემოთაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჟაკ ტრუდო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბათუმში შეიკრიბა საქართველოში არსებული თოჯინების და საბავშვო თეატრების ხელმძღვანელები, ასევე თითების, მარიონეტების და ჩრდილების თეატრის წარმომადგენლები. კონფერენციასა უმასპინძლა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა. UNIMA-ს საქართველოს ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანებს და ხელოვანებს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თოჯინური თეატრის განვითარებაში, ამ ცენტრის მიზანია თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაცია. საქართველოს უნიმას საპატიო პრეზიდენტებად დასახელდნენ რეზო გაბრიაძე და გივი სარჩიმელიძე.
UNIMA-ს დაარსების შემდეგ, იუბილეს დაწყებამდე სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველი გამოფენა, აფიშებისა და ფოტომასალის სახით.
მთავარ საიუბილეო საღამოზე ზღაპრულ კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა წარმოდგენის დასაწყისშივე მხიარული მუსიკის და პანტომიმის ელემენტების თანხლებით, პუბლიკა ბავშვობის უდარდელ წლებში გადაისროლეს. მათ, ასევე დროდადრო გააცოცხლეს პატარ-პატარა სცენები სხვადასხვა სპექტაკლებიდან (“არგონავტები”, “წუნა და წრუწუნა”, “ნიანგი, გენა და მისი მეგობრები” და ა.შ). საიუბილეო საღამოს განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი ელფერი შესძინა უზარმაზარი, დაახლოებით ათმეტრიანი მარიონეტის, არლეკინის გამოჩენამ. ეს დინამიური თოჯინა სცენის შუაში დაეშვა, რომელმაც დიდი ემოცია და გაოცება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
ასევე, სტუმრებს, მსახიობების დახმარებით, საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ თეატრის წარსულს, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები და მთლიანი გზა, რომელიც მან წლების განმავლობაში გაიარა არსებობის დღიდან. ისინი მონაცვლეობით გამოდიოდნენ სცენაზე და ქრონოლოგიურად გვამცნობდნენ თეატრის ისტორიას.
ეს ღირსშესანიშნავი დღე ძალიან ბევრმა ადამიანმა მიულოცა თოჯინების თეატრს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ზაზა სოფრომაძემ, აჭარის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლამზირა ბოლქვაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, (თეატრმცოდნე) ლევან ხეთაგურმა, (თეატრმცოდნე) გივი სარჩიმელიძემ, (რეჟისორი-პედაგოგი) გურამ ბათიაშვილმა, (დრამატურგი, ჟურნალ ,,თეატრი და ცხოვრების” რედაქტორი) ჟაკ ტრიუდომ და სხვა. წარმოდგენა ქართულმა ხალხურმა ცეკვამ დაასრულა.
თოჯინების თეატრის წლოვანების ზუსტი დათარიღება თეატრმცოდნე, ლაშა ჩხარტიშვილს ეკუთვნის. აჭარის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში, მუზეუმებსა, თუ ბიბლოთეკაში Aაღმოჩენილი მასალებით მან, ჯერ კიდევ სტუდენტმა, 2001 წელს ორმოცდათხუთმეტი წლით უკან გადაწია თეატრის ისტორია. მოგვიანებით კი ლ.ჩხარტიშვილმა მის კვლევებს ერთ წიგნში, “ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხებში” მოუყარა თავი, რომლის თანა ავტორიც თეატრმცოდნე, ნერონ აბულაძე გახლავთ.
როგორც ცნობილია, ბათუმის თეატრის საზეიმო გახსნაზე 1936 წლის 20 ივლისს, წარმოდგენილ იქნა პირველი სპექტაკლი “კაკოს ოინები” , რომლის რეჟისორიც გრიგოლ კოსტავა გახლდათ. ამ ტიპის თეატრის დაარსების იდეა მოსკოვში, სტალინთან ქართული თეატრის მოღვაწეებთან შეხვედრისას წარმოიშვა. დელეგაციაში კი შედიოდნენ _ მსახიობი თამარ ჭავჭავაძე და დრამატურგი მიხეილ ნიორაძე, რომლებიც იმ დროისთვის დრამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ.
1936 წლიდან დღემდე არც ისე მარტივი გზა გაიარა ეგრეთწოდებულმა “ტიკინების” თეატრმა , როგორც მას ადრე მოიხსენიებდნენ. მან დაახლოებით ოცი წელი შეწყვიტა არსებობა. XX საუკუნის 80-იან წლებამდე, როგორც ისტორიული წყაროებით ვიგებთ, პერიოდულად იდგმებოდა თოჯინური სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობას ილია ჭავჭვაძის სახელმწიფო დრამატულის თეატრის მსახიობები იღებდნენ. საბავშვო თეატრს ბათუმში საკუთარი შენობა არ გააჩნდა და ამიტომ წარმოდგენები აჭარის მასწავლებელთა სახლში თამაშდებოდა, რომელიც 1924 წლიდან ატარებდა ამ სახელს.
საიუბილეო საღამოზე საპატიო სიგელით დააჯილდოვეს საქართველოს დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი გივი სარჩიმელიძე, რომელმაც უანგარო შრომა გაიღო თოჯინების თეატრის განვითარებისთვის. 1980 წელს, როდესაც ფუნქციონირებას იწყებს ბათუმის მუდმივმოქმედი თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ბატონ გივის ინიციატივით იქმნება მიზნობრივი მსახიობებისა და რეჟისორების ჯგუფი, რომლებიც მოგვიანებით ამავე თეატრში აგრძელებენ მოღვაწეობას. გივი სარჩიმელიძე, რომელიც ზემოთაღნიშნული თეატრის “ნათლიმამად” შერაცხეს, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას და არაერთი თაობა გამოზარდა. მის მიერ დადგმული სპექტაკლები კი წლების განმავლობაში დიდ სიხარულს ჩუქნიდა პატარებს. გივი სარჩიმელიძის სარეჟისორო ნამუშევრებს უფროს ასაკის მაყურებლის ინტერესიც არ აკლდა. მისი საეტაპო დადგმებია “ხეტიალა”, “მზის სხივი”, “წიდელქუდა”, “ცისფერი ზღარბი” და სხვა მრავალი.
“ნათლიმამის” გარდა თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ _ რეზო გელაძე, თამაზ ბოლქვაძე, ეთერ თავართქილაძე.
სწორედ ამ უკანასკელს მიუძღვის დიდი წვლილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ჩამოყალიბებაში , რომელმაც არაერთი საინტერესი სპექტაკლი დადგა ეგრეთწოდებულ “ცოცხალ პლანში”. რეჟისორის მნიშვნელობანი ნამუშევრებია: “არაჩვეულებრივი კონკია”, “სტუმარ-მასპინძელი”, “ალუდა-ქეთელაური”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “ნოეს კიდობანი” და სხვანი.
2008 წელს თოჯინების თეატრი და მოზარდ მაყურებელი გაერთიანდა, რამაც მისი სტატუსი შეცვალა. დღესდღეობით სახელწოდება შემდეგნაირად გამოიყურება _ ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.
ბოლო წლებში დადგმებზე დასწრების მსურველების მატება შემოქმედებითი გუნდის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. თეატრის დასი ოცი სხვადასხვა თაობის მსახიობით არის დაკომპლექტებული. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ზურაბ ცინცაძე, ხოლო მმართველი მედეა ჩარკვიანია. დღესდღეობით თეატრის რეპერტუარში დაახლოებით ოცამდე მოქმედი სპექტაკლია.
14 დეკემბერს თოჯინებისა და მოზარდმაYმაყურებელთა თეატრმა ორი სპეკტაკლი შემოგვთავაზა _ ,,წუნა და წუწნა” და ბერტოლდ ბრეხტის ,,დედა კურაჟი და მისი შვილები”. წარმოდგენებმა არც თუ ისე ურიგოდ ჩაიარეს, იმ ყველა პირობის გათვალისწინებით, რაც დღეს თეატრშია შექმნილი. მიუხედავათ არსებული პრობლემებისა, დასი და მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად მუშაობს და უკვე წლებია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფესტივალებში.
75 წლის მანძილზე ბათუმის თოჯინების თეატრს არ გააჩნდა საკუთარი შენობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ იუბილესთან დაკავშირებით თეატრს, ბათუმის ერთ-ერთ ძველ და პრესტიჟულ უბანში უნიკალური არქიტექტურული ძეგლი გადასცა, რომლის მსგავსიც მთელს საქართველოში არ გახლავთ. მას მინიჭებული აქვს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი. შენობის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შექმნილია და შენობა 2012 წლის ბოლოს თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვანს დააკმაყოფილებს.
ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრის ორ დღიანმა იუბილემ ორგანიზებულად და ნაყოფიერად ჩაიარა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ ისტორია ამ თეატრისა, ვნახეთ რეალურად მათი დღევანდელი სახე, სამუშაო გარემო და პირობები. ისინი თავიანთი არსებობით ძალიან ბევრ პატარას ანიჭებენ სიხარულს, უქმნიან საზეიმო განწყობას და რაც მთავარია, უდიდესი წვლილი შეაქვთ მოზარდ მაყურებელთა კულტურულ აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. ბათუმის მოსახლეობას და ამ თეატრის ყველა გულშემატკივარს კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ შენობის რეაბილიტაციის დასრულებას და ერთად ვიხილოთ განახლებული რეპერტუარი.
გამოყენებული ლიტერატურა _ “ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხები” (ავტ. ლ. ჩხარტიშვილი, ნ.აბულაძე) გამომცემლობა ,,კენტავრი” თბილისი 2008 წელი.
თეატრმცოდნე
სოფო ძიძიგური
ლევან გახოკია
Monday, October 10, 2011
მსახიობის პორტრეტი (ზაზა პაპუაშვილი)
შემოქმედ ადამიანს არასოდეს ასვენებს ნიჭი, მით უფრო, თუ იგი მსახიობია. ეს უხილავი რამ, გაუთვიცნობიერებლად ყოველთვის გთხოვს გამოვლენას და გარკვეულ ასაკში ისე მწიფდება, რომ შენი სულიდან, ორგანიზმიდან გამოღწევას ლამობს. ზაზა პაპუაშვილი, რომელიც დღეს უკვე რუსთაველის თეატრის წამყვანი არტისტია, ამ მხრივ არ ყოფილა გამონაკლისი. მსახიობის არჩევანისას, სრულიად სუბიექტური ვიყავი და ამავდროულად ობიექტურიც, პირველად თავში, რომელმა სახელმა და გვარმაც გაირბინა, ეს იყო ზაზა პაპუაშვილი. ჩემთვის ეს მსახიობი უშრეტი მასალაა ვისაუბრო ჭეშმარიტ შემოქმედზე. საოცარია, მაგრამ ის ბავშვობაში უბრალო თამაშის დროსაც კი, ყოველთვის წარმოსახვით სამყაროს ქმნიდა და მისტიურ-რომანტიულ ვითარებაში გადაყავდა, რეალობას ივიწყებდა და სრულიად სხვაგან, ჩნდებოდა. მისი პირველი კავშირი თეატრთან მეოთხე კლასში ყოფნისას მოხდა, როდესაც ვაჭრობის მუშათა კულტურის სახლიდან მივიდნენ და ბავშვთა დრამატულ წრეში ჩაწერა შესთავაზეს. მაშინ მარჯანიშვილის მსახიობ, ნიკო ქალდანის ხელმძღვანელობით დადგეს ,,ვინ არის დამნაშავე”, სადაც პატარა ზაზა მთავარ როლს ასრულებდა. ამის შემდეგ იყო არტოს ბაღის (ხელმძღვანელი გ.თოდაძე) დრამატული წრე, სპეკტაკლი ,,კატა რომელიც თავის ენაზე საუბრობს”, სადაც ძაღლი ითამაშა. შემდეგ ,,პატარა უფლისწული”. ამ ყველაფრის მერე კი თეატრალურის გამოცდების წინა მოსამზადებელი პერიოდი. იგი ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე, იწერდა მაგნიტოფონზე მონოლოგებს, მაქსიმალურად ცდილობდა დაეხვეწა ყველაფერი, თუმცა პირველივე ტურში ჩაიჭრა, მაგრამ ეს სრულებიდ არ ყოფილა პესიმიზმის მიზეზი. თეატრთან სიახლოვის სიყვარულმა და მიზნისკენ სწრაფვამ, მიიყვანა რუსთაველის თეატრში სცენის მუშად, შემდეგ მარჯანიშვილში გამნათებლად, ასევე სცენის მუშად თუმანიშვილში, ამავდროულად ემზადება გამოცდებისთვის. შემდეგ წელსაც არ ეყო გამსვლელი ქულა, თუმცა მოულოდნელმა შემთხვევამ შეცვალა სიტუაცია და ჩაჭრილი ბავშვების გარკვეული კატეგორია (24 ქულიანები) ჩარიცხეს. პირველი სემესტრი თავისუფალ მსმენელად დასვეს, ხოლო მეორეში ოფიციალურად გაფორმდა სიაში. ის მოხვდა გორი-ცხინვალის ჯგუფში პედაგოგ: გია ანთაძესთან და გულსუნდა სიხარულიძესთან. სწორედ აქედან იწყება ზაზა პაპუაშვილის არტისტად ჩამოყალიბება. ამ ოთხმა წელმა გადაწყვიტა მსახიობის ბედი. გულსუნდა სიხარულიძის მუშაობის მეთოდი ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა მისთვის. მსახიობი ჩემთან საუბრისას ამბობს, რომ ნებისმიერ როლში უნდა ჩანდეს მისი სული, ნაკეთობა რომელიც მას გავს. იგი არ სწავლობდა ამ პედაგოგებისგან მოჩვენებით არტისტობას, პირიქით, ყველაფერი იყო ნამდვილი, ნაღდი. ის საკუთარ თავს ასახიერებდა. პატარ-პატარა ეტიუდები, რომლებიც მსახიობს საბოლოო ჯამში კრავს, როგორც შემოქმედს, ზაზა პაპუაშვილი 12-14, ხანდახან 18 საათსაც კი მუშაობდა პედაგოგთან ერთად. I კურისის ბოლოს, გამოცდაზე მათ წარადგინეს ეტიუდები, სადაც ისინი გადმოსცემდნენ საკუთარ თავს, რეალობას. მსახიობი ამბობს, რომ ეს იყო ,,ჩვენ და ვითარება”. მაგრამ ეს გამოცდა უბრალოდ გამოცდა არ ყოფილა, მისმა შესრულებამ იმდენად იმოქმედა კომისიაზე, რომ ბატონმა მიშა თუმანიშვილმა დატოვა დარბაზი, (ეს იყო უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება) რაც შოკის მომგვრელი იყო მომავალი მსახიობისათვის. იგი იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, რომ ეს ყოველივე უარყოფითად აისახა, მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამ დროს მიხვდა იგი, რომ თეატრი არაა ტაძარი. ამ საშინელმა მდგომარეობამ, მთლიანად მოიცვა ზაზას გონება და სხეული, თუმცა საკუთარი საქმისადმი შემართება არ დაუკარგავს და IV კურსის ბოლოს ითამაშა ლილი იოსელიანთან, შექსპირის ,,ქარიშხალში”. ამ ადამინის შემოქმედებით ცხოვრებაში ბედისწერის საკითხმა დიდი როლი ითამაშა. თეატრალური უნივერსიტეტის (იმ დორს ინსტიტუტის) დამთავრების შემდეგ, იგი მესხეთის თეატრში გაანაწილეს, თუმცა შინაგანმა ხმამ და მეგობრის რჩევამ ის მიიყვანა პროფკავშირების სასახლეში და დააწერინა განცხადება რუსთაველის თეატრიში მსახიობად აყვანის თაობაზე. ამ პერიოდში გიზო ჟორდანია რუსთაველის მცირე სცენაზე რეჟისორია, მას სურს ზაზა პაპუაშვილი დააკავოს თეატრში და ამის თაობაზე რობერტ სტურუასთან შუამდგომლობს. სასწაულია მაგრამ სწორედ ამ დროს, როდესაც ახალგაზრდა შემსრულებელზე საუბრობდნენ რეჟისორები, პროფკავშირების კორიდორში მომავალი ზაზას წინ, გაუქმებული კარი, რომელიც კუბიკებით იყო ამოვსებული, ჩამოიშალა და მის წინ რობერტ სტურუა და გიზო ჟორდანია გამოჩდნენ, ხოლო მსახიობი კი საჭირო დროს, საჭირო ადგილას. პირველი შეხვედრა მსახიობისა და რეჟისორის სწორედ იქ მოხდა. მისი შემოქმედების ხელწერის შტრიხები რეჟისორ გ. ჟორდანიას სპეკტაკლში ,,სამანიშვილის დედინაცვალი” კირილეს როლიდან იწყება (1986-1987წ). 1989 წლის 14 იანვარს, ი. სამსონაძის ,,ბედნიერ ბილეთში” წლის საუკეთესო მსახიობის პრემია მიენიჭა, გიას როლის შესრულებისთვის. ითამაშა კალდერონის ,,ცხოვრება სიზმარია” სეხისმუნდო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სულ რაღაც სამ წელიწადში (1993-1996წ) ასევე მთავარ როლებშია ბ. ბრეხტის ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი” (მფრინავი), დ. კლიდაშვილის ,,ირინეს ბედნიერება” (აბესალო), შექსპირის ,,მაკბეტი” (მაკბეტი), და გ. რობაქიძის ,,ლამარა” (მინდია). 1986 წლიდან ის უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობია და როგორც უკვე აღვნიშნე, თამაშობს ი. სამსონაძის პიესაში ,,ბედნიერი ბილეთი” გიას როლს. არტისტი აღნიშნავს, რომ ეს გმირი იყო, პირდაპირი გამოძახილი მისი სულიერი მდგომარეობისა, იგი სცენაზე წარმოაჩენდა საკუთარ თავს, თითქოს არც კი იგრძნობოდა, რომ ის თამაშობდა. ,,ბედნიერი ბილეთი” იყო შემოქმედებითი ტრამპლინი. სწორედ აქ იხილა რობერტ სტურუამ ის და დაიწყო მასთან მუშაობა. ამის შემდეგ იყო სპეკტაკლი, რომელმაც პირველად არა საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მოიპოვა უდიდესი აღიარება. ეს გახლდათ კალდერონის ,,ცხოვრება სიზმარია”. პრემიერა შედგა სევილიის ხელოვნების ფესტივალზე, ლოპე დე ვეგას თეატრში, 1992 წლის 22 ივლისს, ხოლო სამშობლოში 1993 წლის 2 ივლისს. თავდაპირველად ამ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებდა, ზაზა კი მისი დუბლი იყო, ხოლო შემდეგ კი მოხდა მისი დამტკიცება. იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთები იუწყებიან, რომ დამაჯერებელი და ემოციურია ზაზა პაპუაშვილის სხეისმუნდო. თავად ზურა ყიფშიძე ამბობდა, რომ მას ჰყავდა ნიჭიერი დუბლიორი. შემდგომ, როდესაც მსახიობი მთავარ შემსრულებლად დაამტკიცეს, თეატრალური კრიტიკა, ხასზგასმით აღნიშნავს მსახიობის შემოქმედებით წარმატებას. მოგვიანებით დადგმული სპეკტაკლი ,,გოდოს მოლოდინი “, რომელიც ახლახანს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმაც დადგა, სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა, მაშინ ამ წარმოდგენას ,,ფილოსოფიური კლოუნადა” უწოდეს, ის აბსურდის თეატრია, ამ დადგმაში არაა საუბარი ადამიანის ნიჭსა თუ ცხოვრებისეულ შესაძლებლობებზე, პირიქით აქ ვგრძნობთ ადამიანის მარტოსულობას, რომ ის სამყაროში მარტოხელაა. ,,გოდოს მოლოდინში” მსახიობმა ესტრაგონის როლი ითამაშა. მის შესრულებასა და მთლიანად წარმოდგენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
,,არასოდეს მქონია აკვიატებული როლი” ამბობს არტისტი. მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში თუ, პარტერში აქა-იქ მსხდომი პუბლიკის დროსაც კი იგი, ბოლომდე იხარჯება, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა გარემოებას, ზაზა პაპუაშვილი არასოდეს ღალატობს პროფესიას და აბსოლიტურად კეთილსინდისიერია აუდიტორიის წინაშე. თავადაც ამბობს, რომ როცა ის ხედავდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მსახიობისას პროფესიია და ხალხის მიმართ, ეს მასში გაღიზიანებას იწვევდა. ალბათ ამიტომ ბუნება მას უხვად აჯილდოვებს საუკეთესო როლებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ეს არ არის მხოლოდ ღვთის წყალობა, ყოველი მხატვრული სახის უკან, იმალება დაუღალავი შრომა, სიყვარული და ერთგულება საკუთარი საქმისადმი. ყოველთვის როდესაც, ზაზა პაპუაშვილს ვხედავთ სცენაზე, ჩვენ არა მარტო მსახიობის ოსტატობასა და შემოქმედებას ვუყურებთ, არამედ ვგრძნობთ რეჟისორისა და არტისტის ერთიანობას. ორი მაღალი რანგის პროფესიონალის ურთიერთშეთახმება კარგად ჩანს მაყურებლის წინაშე. თავად მსახიობი ამბობს, რომ ბიძგი მოდის რეჟისორისგან, მათი იდეების თანხვერდა და გაზიარება ხდება და ასე იძერწება ესა თუ ის როლი. მათ ერთი სასაუბრო ენა აქვთ. კარგი რეჟისორი ყოველთვის უსმენს მსახიობს და პირიქით, არც ერთი მათგანი არ ზღუდავს ერთი-მეორეს, ამიტომ მსახიობი თავისუფალია თავის შემოქმედებაში, ისევე როგორც რეჟისორი. დიდი შრომის და მიზანდასახულობის შედეგად, ზაზა პაპუაშვილი, იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც აქვთ უნარი, მონუსხონ მაყურებელი, სწორად მიმართონ მთელი თავისი შემოქმედებითი ენერგია და საპასუხოდ იგივე მიიღონ. არტისტის თქმით, თამაშის დროს უნდა განიცადო სიამოვნება, აუცილებელია გადააბიჯო იმ არ არსებულ ჯერბირს, რომელიც საშუალებას გაძლევს დატოვო ეს სივრცე და მთელი არსით გადახვიდე სცენაზე წარმოჩენილ სამყაროში. მსახიობი აღნიშნავს, რომ ვიდრე ამ ეტაპამდე მივა, აწვალებს შინაგანად ეს მდგომარეობა და ხანდახან რამოდენიმე სცენა, ან ერთი აქტიც კი სჭირდება იმისათვის რომ მთლიანად შევიდეს როლში. მაგრამ ეს იცის მხოლოდ მან, ამას არასოდეს აგრძნობინებს პუბლიკას. აბსოლიტუირად ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ მსაგავსი რამ პირადად მე არ მიგრძვნია, არც არავისგან მსმენია-ზაზა ხელოვნური იყოო. ძნელია მისი შემოქმედებიდან გამოვყო ერთი რომელიმე გამორჩეული როლი, იგი არაჩვეულებრივად ახერხებს ერთდოულად იყოს, დატყვევებული სეხისმუნდო, ,,შემოდგომის აზნაური” კირილე, მალვოლიო, ყოფნა არ ყოფნით დამწუხებული ჰამლეტი, ბიდერმანი და სხვა. მასზე უამრავი წერილი და სტატიაა გამოქვეყნებულა, მე კი ჩემის მხივ ვეცდები, გამოვყო იგი, რამოდენიმე კონტრასტულ როლში. შექსპირის პიესა ,,მეთორმეტე ღამე”, არაერთ ქვეყანაში დადგმულა მათ შორის საქართველოშიც. 2001 წლის 2 თებერვალს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე შედგა პრემიერა სტურუასეული ,,შობის მეთორმეტე ღამის”, რომელიც დღემდე თეატრის რეპერტუარშია. არაერთხელ გავმხდარვარ მომსწრე ზაზა პაუაშვილის ნიჭიერებისა, გამონაკლისი არც ახლა მომხადარა. პიესის პერსონაჟი და სცენაზე წარმოდგენილი გმირი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მეტიც მსახიობი მალვოლიოს სახეს, თავისი ხელწერით უკეთ გვიხსნის. იგი თავდაჯერებული და ,,საქმიანია”, რომლის იდეაფიქსია სარფიანი ქორწინებით მოიპოვოს სახელი, ძალაუფლება, თუმცა ილუზიებით შეპყობილს, გარშემომყოფნი აბითურებენ და მწარე რეალობასთან ერთად ,,საჩუქრად” დაცინვას უგზავნიან. ზურგს უკან მას ,,სასახლის კრუხს, ენატანია საფრთხობელას” ეძახიან. არაჩვეულებრივია მიმიკური გამოხატვა ზაზასეული მალვოლიოსი, ის მაყურებელს აცინებს, აფიქრებს, ერთგავრად ახლობელს ხდის. მსახიობსა და მაყურებელს შროის ,,დიალოგიც” კი იმართება. ის არაა გათიშული პუბლიკისაგან, პირიქით, უფრო და უფრო აქტურად შედის ურთიერთობაში, ითრევს მათ, დამეთანხმებით ყველა არტისტს ამის უნარი არ შესწევს. მალვოლიო უბრალო მსახური, ლაქიაა, რომელიც საბოლოოდ კომიკური პერსონაჟიდან, შესაძლოა საკმაოდ დესპოტ არსებად იქცეს. იგი დამცირებული, მოტყუებული და გაბითურებულია, ასეთია შექსპირის ზაზასეული მალვოლიო. მსახიობი თავისი შესრულებით, მაყურებელში მისი გმირისადმი თანაგრძნობას ბადებს. როგორც ჩანს არტისტი კარგად იცნობს საკუთარ როლს, ის გარდასახულია მასში და სცენაზე წარმოგვჩენს პერსონაჟის ინტერესებს, მიზნებს და საბოლოო შედეგს. თითოეული ეპიზოდი აღსავსეა მოლოდინით, მაყურებელი ელოდება მოქმედების განვითარებას, ამ ყველაფერს თან ახლავს დროულად წარმართვა სიტუაციის. არტისტი ითრევს აუდიტორიას მის სამყაროში. მინდა გავიხსენო II მოქმედების სცენა, სადაც ჩვენ უკვე ვხედავთ მოტყუებლ მალვოლიოს, მაგრამ ჯერ ამის შესახებ მან არაფერი იცის. ღიმილი რომელიც მსახიობს უთამაშებს სახეზე, კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს რომ, ის მინის ყუთში ცხოვრობს, თითქოს ყველაფერს ხედავს მაგრამ ამავდროულად ბრმაა, ვერ აბიჯებს შუშის კედელს რათა შევიდეს რეალობაში. საკმარისია გავიხსენოთ ზაზა პაპუაშვილის სხვა როლები (ჰამლეტი, კირილე და ა.შ) მაშინვე მივხდებით, თუ როგორ თავისებურად ერგება ის ყველა სხვა პერსონაჟს, ისე რომ არ კარგავს თავის ხელწერას, ამავდროულად არ იშტამპება და ბადებს ახალს. ყველაფერს რასაც ის ხალხს ანახებს ძირეულად მისია და ინდივიდუალური. არტისტი მთელი თავისი შემოქმედებით, ნიჭით, უამრავ მხატვრულ სახეს ქმნის და ვხედავთ: მეოცნებე, ამაყ, მიზანსწრაფულ, მოტყუებულ და დამცირებულ მალვოლიოს, რომელიც თანდათან პატარავდება. კოსტიუმის ჭრელი ფერები, ყვითელი წინდები და გრიმი, (შეუბლზე ოლივიას სახელი, ლოყებზე ჯვარედინად გადახაზული გულები) იმდენად ორგანულია, რომ პირდაპირ მეტყველებს გმირის ხასიათზე. იგი სასაცილო და საბრალოცაა. შესრულების გამორჩებული მანერა, გაწელილი ფრაზები, სხეულის მოქმედება და ჟესტიკულაცია, ვერბალურად გამოთქმული აზრის საბოლოო შეფუთვაა. მსახიობის მიერ შექმნილი ყველა როლი, იბადება დაუგეგმავად. სწორედ ასე მოხდა ბოლო სცენაშიც, როდესაც გაგიჟებული მალვოლიო ფარშევანგით შემოჰყავთ, ის წამღერებით იძახის ,,მოდით და გამიპეთ ეს გული”, ეს მანერა კი სრულიად შემთხვევითმა სიტუაციამ დაბადა. არტისტი ამბობს: როდესაც ამ სცენას გავდიოდით, თეატრში შუქი რამოდენიმეჯერ ჩაქრა, როცა ვიტყოდი ,,მოდით” სწორედ ამ დროს ითიშებოდა სინათლე ამიტომ ამის თქმა, რამდენჯერმე მომიწიაო, სწორედ ამ დროს როცა ის გაჩერებული იყო ამ ადგილას, როგორც თავად თქვა ,,ვგლახაობდი”-ო, დავიწყე სიმღერა ამ ტექსტით და როკის ჟანრში გადავიტანეო. რომებრტ სტურუამ ეს ყველაფერი გამოიყენა და განახლებულ რეპეტიციაზე, ზუსტად ასე ჩასვა ამ სცენაში, ზაზა პაპუაშვილის მიერ წამღერებული ტექსტი. აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იცნობს რეჟისორი მსახიობს. მათთვის სრულიად ზედმეტია რაიმეს ახსნა, ისინი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს.
განსხვავებით მალვოლიოს კომიკური გმირისგან, სულ სხვა სახეს ქმნის მსახიობი, შექსპირის ,,ჰამლეტში”. ორიგინალური დადგმა მაყურებელმა 2001 წელს იხილა, შექსპირი თავისი მარადიული თემებით, პრობლემებითა და ადამიანის ამოცნობით კვალ ჩვენს წინაშე წარსდგა, მისი ,,ჰამლეტი” თითოეული ადამიანის გამოძახილია, ყველს ძალუძს მასში საკუთარი მეს აღმოჩენა. ყოფნა არ ყოფნის თემატიკამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა. რეჟისორმა რობერტ სტურუამ კი ზაზა პაპუაშვილის მეშვეობით ჰამლეტის უჩვეულო სახე წარმოგვიდგინა. პაპუაშვილის ჰამლეტი ,,უცოდველი კრავია”, როელსაც განგებამ არგუნა სამართლიანობის აღზევება, რომ ,,დამპალ დანიაში” კვალ იზეიმოს სიმართლემ. ჩაფიქრებული გმირი მაყურებლის წინაშე მონოტონურად, მდუმარედ ჩნდება. სასკოლო ზურგჩანთა, რომლიც მხარზე გადაუკიდია, გვიტოვებს შეგრძნებას, თითქოს ის ერთ დღეში გაიზარდა. დამთავრდა ბავშვობა, ახლა მან ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებზე უნდა იზრუნოს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. ირონიული დამოკიდებულება, ეჭვით აღსავსე თავლები, უფრო მძაფრდება, როდესაც სცენაზე აჩრდილი, ჯოჯოხეთური არსება ჩნდება. რობერტ სტურუას ეს დადგმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ ყველას გვყავს საკუთარი აჩრდილი, იქნებ მამის სახით მოსული ,,ზმანება” სრულებითაც არაა სული გარდაცლილი მეფისა და უბრალოდ ჰამლეტის შინაგანი სამყაროს გამოძახლია (აჩრდილია). რეჟისორს არ დაჭირვებია პერსონაჟების სარკესთან დასმა, როგორც ეს იყო გამოყენებული კორშუნოვას ,,ჰამლეტში”, ყველაფერი ამ ხერხის გარეშეც ნათელია, გასული საუკუნის მარჯანიშვილისეულ დადგმაში კი პირიქით, იგი არ იყო მოჩვენბა, ის ნამდვილი ადამიანის სახით წარსდგა შვილის წინაშე, ყოველგვარი ,,იმქვეყნიურობის” გარეშე. ეჭვები ქრება, ჰამლეტი იწყებს ფიქრს შურიძიებაზე, რათა მამის ხსოვნას მიაგოს პატივი, დასაჯოს ის ვინც შეაგინა მშობლის სარეცელი და ასე უდროოდ სიცოცხლეს გამოასლმა დანიის მეფე. მსახიობი მთელი თავისი არსებით გვიხატავს: დინჯ, ჩაფიქრებულ, უსაზღვროდ ღრმა, დიდი ტკივილის მატარებელ პიროვნებას. მისი შემოსვლას ავისმომასწავებელი სიჩუმე სდევს თან, დიდი პაუზა... უსიტყვოდ ზაზა პაპუაშვილი, თვალებითა და მიმიკით სრულიად გასაგებს ხდის სულიერ მდგომარეობას. იგი გზაარეულია, სწორედ ამ დროს არის ის ნამდვილი ჰამლეტი, ფიქრებში გარდასახული უტყვი და დამწუხრებულია, ზუსტად განიცდის იმას რასაც ამბობს. მეტყველება ,,მშვიდი” და მელანქოლიურია, თეთრი ცხვირსახოცი, თითის ტრიალი სიმბოლოა შემდგომში განვითარებული მოვლენებისა. ჰალმეტი არარსებულ ენაზე, უაზრო სიტყვების გამოთქმით ესაუბრება დედას და ახლად შეძენილ ,,მამას”, მათ კი ისევე არ ესმით მისი, როგოც ამ უაზრო სიტყვების მნიშვნელობისა. მოქმედების განვითარებასთან ერთად ვხვდებით, როგორი მეტამორფოზა ხდება ადამიანის. ის უღრმავდება საკუთარ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. რისთვის გამოჩნდა აჩრდილი? ის ნამდვილად გარდაცვლილი მეფის სულია თუ ეშმაკის ზმანება?! ან რატომ მიუჩინა ეჭვის ჭია ისედაც დამწუხრებულ შვილს? როგორი უსუსურია ჰამლეტი მამის აჩრდილთან, მსახიობი ჩვენს წინ აცოცხლებს პატარა დაუცველ ბავშვს, რომელიც ცდილობს მშობლის კალთას ამოეფაროს, არადა როგორი ძლიერია, მართალი და სასოწარკვეთილი. ჰამლეტი მსხვერპლია, ის გიჟდება და ეწირება ამ ყოველივეს. მისი მთავარი საფიქრალი ახლა არის დაადგინოს ჭეშმარიტება და დასაჯოს დამნაშავენი. ბიძა რომელმაც მზაკვრულად გამოასალმა საკუთარი ძმა სიცოცხლეს, ესეც არ აკმარა და მისი სარეცელი შეურაცხჰყო და ცოლად მისივე რძალი გერტრუდა (ნინო კასრაძე) შეირთო. სიცოცხლესა და ძალაუფლებასთან ერთად მან ყველაზე ძვირფასი, მეუღლე წაართვა დანიის მეფეს. ყალბი და ფარისევლურია დედის გლოვა, აი რა აგიჟებს ჰამლეტს. ის თვალებში უყურებს ბოროტებას, რომლიც უკან ერთი წამითაც არ იხევს, მეტიც სადაცაა ძირს საბოლოოდ გამოუთხრის. ,,სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს” ამბობს ჰამლეტი, მაგრამ ამავდროულად ხვდება რომ მათ ძალა დაკარგეს, საჭიროა მოქმედება. შემაძრწუნებელია ზაზასეული ჰამლეტის მონოლოგი: ,,რად არ მეშლება ეს სხეული ესრედ მაგარი” ვხედვათ მარტოსულ, უსუსურ ადამიანს, რომლიც გაურკვევლობაშია, მაგრამ საბოლოოდ მოიკრებს ძალას რათა აღასრულოს თავისი ვალი. ბოროტმა ძალებმა წაართვეს სიყვარული, მშვენიერი ოფელია (ია სუხიტაშვილი) მეტიც, ის ვინც ყველაზე მეტად უყვარდა, ყველაზე მეტი ტკივილი მიაყენა, ,,სასახლის ვირთხის” პოლონიუსის სიკვდილი, მიზეზი გახდა ამ სიყვარულის საბოლოო დაღუპვის. საბოლოოდ ყველა შედის ცოდვის მორევში ისე ღრმად რომ, სიკვდილი მათთვის ახლა ნეტარებას უფრო ჰგავს, ვიდრე ტკივილს. სიმართლე წყურია ჰალეტის. სპეკტაკლის მანძილზე ჩვენს წინ მხასიობი უამრავ სახეს წარმოაჩენს: ჰამლეტი-მოთამაშე, ჰამლეტი-გიჟი, ჰამლეტი-შეყვარებული, შეურაწყოფილი, სიმართლის მაძიებელი, ბავშვური, (რომლიც მისტირს მამას). საბოლოოდ ის ხდება მკვლელი, დაუნდობელი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აღასრულებს მამასთან დადებულ პირობას, მან ყველას გამოუტანა საბოლოო განაჩენი. სიკვდილისას ის გულჩვილია. ემოციურია თხოვნა ჰორაციოსადმი, გააგებინოს ყველას მისი ამბავი. მაყურებელში ცრემლს იწვევს მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვები, და ბოლოს ვხედავთ მკვდარ ჰამლეტს, უძრავად მყოფს ჩვენს წინაშე. მთელი ამ სამ საათნახევრიანი წარმოდგენის მანძილზე, არც ერთი წამით არ გამჩენია შეგრძნება სიყალბისა, ჩემს წინ ნამდვილი ჰამლეტი იდგა, იმ დროს, სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩენილი ვგრძნობდი, რომ მსახიობი იმ წუთს არა ზაზა პაპუაშვილი არამედ, ,,ქართველი ჰამლეტი” იყო, მთელი თავისი ტკივილით ჩვენს წინაშე. მისთვის დამახასითებელი ჟესტიკულაცია, პლასტიკა, მიმიკა, შესრულების მანერა, კლასიკურ პიესას უფრო მეტად ამძაფრებს და ემოციუობას მატებს. აბსოლიტურად მისია თითოეული ქმედება, ორგანული და ძალზედ ბუნებრივი, იგი იმდენად ღრმად არის როლში შესული, რომ არტისტის მიერ წარმოთმული ფრაზები უბრალოდ, ტექსტის ზედმიწევნით თხრობა კი არაა, პირიქით მისი სულიდან და გულიდან წამოსულია ეს ყველაფერი. ამიტომ არც ერთი წამით არ მრჩება შეგრძნება, რომ იგი უბრალოდ გაზუთხულ წინადადებებს გადმომცემს. მისი მოქმედება გაჟღენთილია უსაზღვრო სევდით, ეჭვით, ტკივილით და პროტესტით, უსამრთლო სამყაროსადმი. თავად მსახიობი ამბობს: როდესაც ამ როლზე ვმუშაობდი გამიჩნდა კითხვა, რა არის ეს ყოფნა არ ყოფნა? ის ხომ ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებია, რა იქნება, რომ შებრუნდეს ჰამლეტი და დაწვას ეს ფურცელი, (სადაც ეს მონოლიგია დაწერილი), რობერტ სტურუამ კი უთხრა: რატომ უნდა შებრუნდე, პირდაპირ ხალხის თავლწინ დაწვი-ო. რამედნი რამ არ შეცვალეს ამ სპეკტაკლში, ტემპი, კოსტუმები, მაგრამ ბოლოს მაინც ,,დამწვარი” ,,ყოფნა არ ყოფნა” წარმოაჩინეს ჩვენს წინ, ეს ყოველივე კი უკვე არ ყოფნას ნიშნავს. ეს სცენა არავითარ სპეც ეფექტებზე არაა დამყარებული, უბრალოდ ჰამლეტი წვავს ყველას წინაშე ამ მონოლოგს, ეს კი იმდენად ეფექტურია, რომ ალბათ სხვა ვერცერთი ხერხი იქნებოდა ასე წარმატებული, ის ამაღლებს ამ სცენას და არაფრის თქმა აღარ ხდება საჭირო ჩვენთვის, იგივე ადგილი მარჯანიშვილთან მეორე აქტში იყო გადმოტანილი და სამლოცველოში ,,ყოფნა-არყოფნის” მონოლოგით იწყებოდა. ზაზა პაპუაშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის მით მეტად ახლობელი ხდება მისთვის ეს როლი: ,,ბოლო სამი წელია რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს მისი თამაში” თითქოს ნელ-ნელა უკეთ ხსნის ამ გმირის სახეს, მეტად იძირება მასში, ცხოვრებისეულ სიბრძნესთან ერთად ბრძენდება ზაზასეული ჰამლეტი და სრულიად ითავისებს მას. ამ სპეკტაკლის ხილვისას მსახიობი გვაგრძნობინებს რომ მოქმედება საქრთველოში ხდება, სცენა, სადაც ის შალახოს ელემენტებს ცეკვავს აბსოლიტურად მისია, მსახიობის თქმით, უნდა იგრძნობოდეს მისი ჯიში, ის ქართველია. მთლიანად მორგებული ქართულ სინამდვილეს. ამ კუთხით მინდა გავიხსენო მარჯანიშვილისეული ,,ჰამლეტის” სასაფლაოს სცენა, სტურუასეულ დადგმას: ,, ... ალბათ შინაგანი ინტუიციით, რომელმაც დაძაბულობის ,,განმუხტვის” აუცილებლობა უკარნახა მარჯანიშვილს, რეჟისორს შემოაქვს კომიკური ელემენტი- მესაფლავეთა დიალოგი, მესაფლავეთაგან ერთი იმერელია (შ. ღამბაშიძე), მეორე კი ქართლელი (ვ. გოძიაშვილი).” (1) ამ ხერხს მხოლოდ სიტუაციის განმუხტვა როდი უდევს საფუძვლად, ის პირდაპირ და მაკფიოდ უსვამს ხაზს ეროვნულობის იდეას, რომ მოქმედება საქართველოში თამაშდება! თავად მსახიობი პოლონურ გაზეთ ,,Gაზეტა წყბორცზა”-სთან ინტერვიუში ამბობს: ,,ეს როლი არ მზადდება ჯილდოზე ფიქრით, ეს უბრალოდ ბედია. მასზე მუშაობა გულის სიღრმეში საკუთარი თავის პოვნას ნიშნავს, ამიტომ როდესაც მსახიობი ჰამლეტს თამაშობს და დგას სცენაზე, მის თვალებში ნამდვილი ემოცია და ჯაფა უნდა იკითხებოდეს. ... ამ როლს გარკვეული სახით, ყოველთვის მოაქვს განვლილი ცხოვრების ანალიზი, შესაძლებლობა იპოვო საკუთარი თავი, თუ შეძლებ გადმოსცე ის რასაც ეს გმირი გრძნობს, შეგიძლია ჩათვალო, რომ შეძელი ადამიანთან ,,შეხება”, მანცვიფრებს ამ ტრაგედიეს აქტუალურობა, რომელიც ისევე როგორც ცხოვრებაში, არ არსებობს მოქმედების ტრაექტორიის მაჩვენებელი ადვილი რეცეპტი, თუ რატომ გავჩნდით ამ ქვეყანაზე და რა არის ჩვენი მიზანი.”(2) საინტერესო მხატვრულ სახეს ქმნის ზაზა პაპუაშვილი 2006 წელს სტურუას მიერ დადგმულ ,,დარისპანის გასაჭირში”. მსახიობი ირონიულად გვესაუბრება მის გმირზე და ზოგადად პერსონაჟების ყოფაზე. მშიერი კუჭი, ტვირთი ქალიშვილის სახით, ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა მთავარი საზრუნავია დარისპანისათვის. მსახიობი ვირტუოზულად განასახიერებს მის როლს, მრავალფეროვანია მისი შესრულების მანერაც. ,, ...მისი დარისპანი არ ჰგავს აქამდე შესრულებულ არც ერთ დარისპანს. მსახიობი როლს ერთი მხრივ თავის თავთან აიგივებს და ამავე დროს, ირონიულად აკვირდება გვერდიდან, როგორც გაუცხოების ეფექტის ობიექტს. მისი საცეკვაო გამოსვლები კაროჟნასთან, მართასთან... გადაწყვეტილია არა მხოლოდ ხასიათისა და საზრისის ნიშნით, არამედ სანახაობრივი თვალსაზრისითაც შესრულებულია უმაღლეს დონეზე.”(3) ახლო წარსულში, 2009 წლის 7 ოქტომბერს რუსთაველის დიდმა სცენამ ახალი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს ,,ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი”. მაქს ფრიშის ეს პიესა, რობერტ სტურუამ სრულიად თანამედროვე ჭრილში წარმოგვიდგინა. გია ყანჩელის მუსიკამ, გოგი ალექსი- მესხიშვილის მხატვრობამ და კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფიამ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თეატრალური ხელოვნების სინთეზურობას. ამ სპეკტაკლში კარგად იგრძნობა რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლიობა. თანამედროვე დეკორაცია, სცენზაე მდგარი ბატუტი, ბოლო სცენაში ცეცხლის იმიტაცია, საკმაოდ ეფექტურია და ვიზუალური თავლსაზრისით მაღალ დონეზე გაკეთებული, თუმცა ეს წარმოდგენა არ ეყრდნობა მხოლოდ გარეგან ეფექტებს, ყველაფერთან ერთად სტურუასეული ტრადიციისამებრ, ის ღრმა საზრისის მქონეა და გვესაუბრება შიშზე (რომელიც სპეკტაკლს საფუძვლად უდევს), როგორც ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზე. ეს ხომ ის გრძნობაა, რომელიც ბინდავს ადამიანის მთელ გონებას და აგონიაში აგდებს, ხდის უკონტროლოს და აკეთებინებს არაადეკვატურ, სურვილის საწინააღმდეგო ქმედებას. ზაზასეული ბიდერმანი ერთი უბრალო ადამიანია, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებზე პირადი ტრაგედიით გვესაუბრება. იმისდა მიუხედავად, რომ მას განგებამ საკმაოდ კარგი ეკონომიური მდგომარება არგუნა, წინაპრების მიერ დატოვებული დიდძალი ქონებით, ის ყაჩაღურ გარემოცვაშია, ცდილობს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ პრობლემა, რასაც თავად გაურბის მასაც მიუკაკუნებს. ცხოვრებამ ის შეცვალა და კლოუნად აქცია, რომელიც სპეკტაკლის ბოლოს თხოვს ცეცხლის წამკიდებლებს, რომ მისცენ უფლება, საკუთარი ხელით დაწვას სახლი სადაც იგი დაიბადა, გაიზარდა და იცხოვრა. თუ კი ჰამლეტში რეჟისორი ყოფნას წვავს, აქ ყოფა იწვება ჩვენს წინაშე. სპეკტაკლი იწყებს ქოროს შემოსვლით სცენაზე, რომელიც ხალხის ხმას წარმოადგებს, ის საღი აზრის სიმბოლოა. მინდა პარალელი გავავლო ,,დარისპანის გასაჭირთან”. ,, სპეკტაკლის ერთგვარ, ,,ქოროს,, ფუნქციას ატარებს მშენებელ ხელოსანთა ჯგუფი (ზაზა ბარათაშვილი, პაატა გულიაშვილი, მამუკა ლორია, ნიკოლოზ ქაცარიძე), წარმოდგენის ,,უტყვი მასოვკა”, რომელიც თავისი მოძრაობით, სცენის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილდებით, ფონის საზრისის ზოგად ფრაგმენტს ქმნის. ისინი ,,რაღაცას” აშენებენ, თუ არემონტებენ... ეკლესიაც ცელოფნის მანდილშია გახვეული და სხვადასხვა საგნების, ადამიანებსაც კი, დროდადრო ცელოფანს აფარებენ. ცელოფნის არსებობას ერთგვარი სემანტიკა შემოაქვს სპეკტაკლში: დროებითის, არაღიარებულის, აიფფასიანის, ხელოვნურის, მოუწყობლის, დისკომფორტის, ანუ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე, ზოგად სახეს, რომელიც დაუსრულებელ მშენებლობაშია”.(4) ბიდერმანის მსგავსად, აქაც ჭეშმარიტების მღაღადებლად გვევლინება ქორო. სცენაზე გამოდის ზაზა ცეცხლით ხელში, ქოლგით და კლოუნის ფორმაში გამოწყობილი. საოცარია მისი ცეკვა და სახის მიმიკა მომსამსახურე ანნასთან (ია სუხიტაშვილი). ტექსტის სწორ ინტონაციას და ემოციის ზუსტ განაწილებას, მაყურებელი გადაყავს სრულიად ახალ სამყაროში, ეს ზაზასეული ,,რეალური ირეალობაა”… და მთელი ერთი მოქმედების მანძილზე ჩვენ სხვა გარემოში გადავინაცვლებთ. სპეკტაკლის რიტმი აჩქარებულია, ამიტომ პუბლიკა მიყვება ამ ტემპს. პაპუაშვილის ბიდერმანი, ერთი შეხედვით სასაცილო, საყვარელი ადამიანია, რომელსაც არ სურს ზიანი მიაყენოს ვინემს, ,,ზეფთან” (ბესო ზანგური) საუბრის დროს, როცა ის თმას ჭრის, სრულიად გულახდილი და მართალი გმირია ჩვენს წინ, მაგრამ სპეკტაკლის მსვლელობისას გვესმის ფრაზა ,,ჩვენ ყველას ჩამოვახჩობთ”, ბიდერმანი ,,დესპოტი” ხდება. საინტერესოა ამ გმირის გარდასახვა სცენაზე და შემსრულებლისეული წარმოჩინება. კოსტიუმი, რომელიც არტისტს აცვია, სრულ ერთიანობაშია როგორც, ზაზა პაპუაშვილის მიერ განსახიერებული პერსონაჟის ხაიათთან, ისე სცენურ გაფორმებასთან, ეს კი ყველაზე კარგად იგრძნობა მაშინ, როდესაც ის ითხოვს ,,სახლში მაინც დაასვენონ”. შესრულების ხერხები, მანერა, მეტყველება, ჟესტიკულაცია განსხვავებულია ჩემს მიერ ჩამოთვლილი წინა როლებისაგან, თუმცა აბსოლიტურად თვითმყოფადი და ზაზასეული. თითოეულ მის მიერ განსახიერებულ გმირს, აქვს მსახიობის ხელწერა, ის არავის ჰგავს, ინდივიდუალურია. მე მინდა გავიხსენო მისი მოსამსახურე ანნასადმი მიმართვა, ,, ო ანნა, ანნა, ანნა” სახელის წარმოთქმის დროს ზაზა პაპუაშვილი ბუნერივად, მაღალ რეგისტრში ამბობს და თანხმოვან ბგერებზე ჩერდება. ეს ხერხია, რომელიც ახალია, მისეული და ორიგინალური. სახის მიმიკა და სხეულის მოძრაობა კიდევ უფრო გამოკვეთს ამ გმირს. ბიდერმანი ჩვენს წინ სხვადასხვანაირად ჩნდება: თითქოს ლაღი, უზრუნველყოფილი, მერყევი, მშიშარა, საბოლოოდ კი სრულიად გაგიჟებული გარემო პირობებისგან. შთამბეჭდავია სადილის სცენა, მეუღლესთან ერთად (ნინო კასრაძე) ის ხალათშია გამოწყობილი, და სრულიად არ არის ლოცვის ხასიათზე, მაგრამ ცოლის დაჟინებული მოთხოვნით, იგი ჩვენს წინ მოჩვნებითად აკეთებს ამ ყოველივეს. ზაზასეული ბიდერმანი ამ დროს სასაცილო და ბავშვურია. ცხოველური საწყისის წარმოჩინება მაგიდაზე, სადაც ისინი სადილობენ საინტერესოა, ეს არაა უბრალოდ ალერსის იმიტაცია. ზაზასეული გმირი ეჭვებშია, შიშში, რა ქნას ბიდერმანმა? როგორ მოიშოროს ცეცხლის წამკიდებლები? ის დამონებულ ვითარებაშია. მაღალ დონეზეა შესრულებული სცენა, სადაც იგი მღერის ,, მდიდრები და ღარიბები ერთად იცხოვრებენ”. გამოკვეთილი სიტყვები და გაწელილი ფრაზები კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მონოლოგებსა თუ დიალოგებს. ბიდერმანის სახლი უნდა დაიწვას. ბოლო სცენაში ის და მისი მეუღლე სამარეში ერთად წვანან და იქიდან საუბრობენ, ისინი იძულებულნი არიან თავად დაწვან საკუთარი სახლი და ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ყოველივე ზოგადსაკაცობრიოა. იგი ვინც ყველაზე მეტად ებრძვოდა და გაურბოდა ცეცხლის წამკიდებლებს, ახლა მათ შეუერთდა. ,, ვინ უნდა დაწვას ჩემი სახლი?, ვინ?, ნუთუ არ მაქვს უფლება ცეცხლი წავუკიდო სახლს, სადაც დავიბადე”. მშვიდ და ,,ბედნიერ” ცხოვრებას ცვლის ხანძარი, ,,ჯოჯოხეთი”. შიში იპყრობს ბიდერმანს, რის გამოც ხდება ყოველივე და საბოლოოდ ეწირება. ადამიანი ფსიქოლოგიურად, სულიერად და მორალურად ნელ-ნელა იშლება ჩვენს წინაშე და მიდის ყელაფრის უარყოფამდე. ეს სპეკტაკლი (და არა მხოლოდ ) რამდენჯერმე ვიხილე, სრულიადაც არ ვარ სუბიექტური, როცა ვამბობ, რომ არტისტი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, იგი მთელ თავის შემოქმედებით უნარს და ემოციას არ იშურებს მაყურებლისათვის, ამიტომ ვისაც კი ერთხელ მაინც უნახავს პაპუაშვილის რომელიმე როლი, აუცილებლად დამეთანხმება ამაში. გარდა ამ როლებისა, ზაზა პაპუაშვილს ნათამაშები აქვს კლავდიუსი (,,ჰამლეტი”), მასხარა (,,მეფე ლირი”), აინგ ზუნი (,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), აბესალო (,,ირინეს ბედნიერება”), მაკბეტი (,,მაკბეტი”), სევდიანი უცნობი (,,ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”), პანტალონე (,,ქალი-გველი”), ბაჩა (,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”), ვოვა (,,ამაღამ, მგონი იქნება ქარი”), კირილე მიმინოშვილი (,,სამანიშვილის დედინაცვალი”). თეატრის ბრძანებაში ვკითხულობთ: ,, 1989 წლის 29 დეკემბერს, სპეკტაკლში ,,ამაღამ, იქნება მგონი ქარი” მსახიობ ირაკლი მაჭარაშვილის ავადმყოფობის გამო, საშა სტამენსკინის როლზე მოულოდნელად შევიდა მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, რომელმაც ორიოდე რეპეტიციით შეძლო მასზე დაკისრებული მისიის შესრულება, რის გამოც ზ. პაპუაშვილს გამოეცხადოს მადლობა” 09. 01. 1990 წელი. ეს პატარა ბრძანება სრულიად საკმარისია, გავიზაროთ და მივხვდეთ ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი პროფესიისადმი. ალბათ თითოეული თეატრმცოდნისათვის ბედნიერბაა, გხვდეს წილად ასეთ არტისტზე საუბარი, მისი შემოქმედების აღწერა და შეფასება. ძალიან ბევრი ფურცელია საჭირო, რომ სრულად ასახო მსახიობის შემოქმედებითი სახე, მაგრამ ამ რანგის ოსტატზე საუბრისას, საკმარისია რამოდენიმე როლი, რათა უმალ მივხდეთ მის ფართო დიაპაზონს. სანამ ზაზა პაპუაშვილი სცენაზეა, არასოდეს ,,გაჩერდება”, ამიტომ ვასრულებ…... იმედით, რომ მომავალში, კიდევ უამრავი ახალი სახით წარუდგება მაყურებელს.
გამოყენებული მასალა: 1. ე. გუგუშვილი ,,კოტე მარჯანიშვილი” თბილისი 1972წ. გვ 400. 2. პოლონური გაზეთი,, Gაზეტა წყბორცზა” (,,გაზეტა ვიბორჩა”) . 07.08.2007 3. მ. კალანდარიშვილი ,,XX საუკუნის დასაწყისის ქართული დრამატული ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაცია. (რ. სტურუას ,,დარისპანის გასაჭირი”. ,,ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე” თბილისი, 2007წ. გვ 87. 4. მ. კალანდარიშვილი ,,XX საუკუნის დასაწყისის ქართული დრამატული ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაცია. (რ. სტურუას ,,დარისპანის გასაჭირი”. ,,ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე” თბილისი, 2007წ. გვ 83.

Sunday, May 22, 2011
მუზეუმის კვირეული 16-25 მაისი, 2011
პრესრელიზი
კოსტიუმირებული დღესასწაული
„მუზეუმთან ახლოს“
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლის 22 მაისს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში წარმოგიდგენთ სტუნდენტურ ღონისძიებას „მუზეუმთან ახლოს“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ (რეჟისურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის) სტუდენტები. კოსტუმირებული მონაწილეები შვიდ საექსპოზიციო ეზოში სხვადასხვა დღესასწაულებსა და წეს ჩვეულებებს გაითამაშებენ. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება ქართული ლეგენდებისა და თქმულებების მოტივებზე შექმნილი თექისა და ბეწვეულის ნაწარმის გამოფენა.
პროექტის „მუზეუმთან ახლოს“ მიზანია – დავიწყებული ისტორიული სანახაობითი კულტურისა და დღესასწაულების აღდგენა და სანახაობითი ღონისძიების გზით სხვადასხვა თაობის დამთვალიერებლის ჩართულობა.
ღონისძიება ხორციელდება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის“ ფარგლებში
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
კომუნიკაციის სამსახური
რუსთაველის გამზირი 3
თბილისი 0105
ტელ.: +995 32 997176
ფაქსი: +995 32 982133
info@museum.ge
www.museum.ge
facebook/Georgian National Museum
საკონტაქტო პირი:
ana verulaSvili 877500572
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზატკეცილი 1.
საკონტაქტო პირი:
ანა ვერულაშვილი 577500572
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზატკეცილი 1.
Monday, April 18, 2011
მინის სამხეცე
,,მინის სამხეცი”-ს პრემიერა კიშინოვში
4-8 აპრილს კიშინოვში, მოლდოვის მუსიკის, თეატრისა და სახვითი ხელოვნების აკადემიის ძალისხმევით პირველად ჩატარდა თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალი “კლას ფესტი”. ფესტივალში მონაწილეობდა 5 ქვეყანა – მოლდოვა, რუმინეთი, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო. საქარველოდან _ შოთა რუსთაველის ეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტი. კიშინოვის 7 სხვადასხვა თეატრში წარმოდგენილი იყო 13 სპექტაკლი. საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოქტორანტის, რეზო შატაკიშვილის სამაგისტრო სპექტაკლი – ტენესი უილიამსის “მინის სამხეცე”. (პროექტი განხორციელდა საქარველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.) მინის სამხეცის~ პრემიერა შედგა სწორედ ფესტივალზე, კიშინოვში _ 6 აპრილს თოჯინების სახელმწიფო თეატრ `ლიკურიჩის~ შენობაში – ფარო აუდიტორიის წინაშე (დარბაზი იტევს 350 მაყურებელს). სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია რეზო შატაკიშვილი,(შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი მარგველაშვილი).. მონაწილეობენ: მედეა ახალაძე, ნათია ქარუმიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ერეკლე გეწაძე. ფესტივალი არ წარმოადგენდა საკონკურსო ფესტივალს. შესაბამისად ყველა თანაბრად დაჯილდოვდა დიმპლომებითა და პრიზებით.
ამ ყველაფრის დასადასტურებლად თავად რეჟისორს ვესაუბრე, რომელმაც ვრცლად მიამბო, სპეკტაკლის დადგმის, ფესტივალისა და მისი წარმატების შესახებ.
-რატომ ტენეს ვილიამსის ,,მინის სამხეცე”?
რეზო შატაკიშვილი:- მეორე, მესამე კურსზეც მინდოდა ამ პიესის გაკეთება, მაგრამ ვერ მოხერხდა. საერთოდ ძალიან მიყვარს თვითონ ტენეს უილიამსის დრამატურგია, მე ყოველთვის ვამბობ, რომ რეჟისორს საქმე უნდა ქონდეს გამართულ დრამატურგიასთან, მას არ უნდა ჭირდებოდეს დაეხმაროს, ამოქაჩოს დრამატურგი, შეავსოს მისი ხარვეზები, ეძებოს არ არსებული კონფლიქტები, საქმე არ უნდა ქონდეს გაუმართავ, არა თეატრალურ ტექსტთან. მე მინდოდა მემუშავა ნამდვილ დრამატურგთან, რომ იქ უკვე გაოჩენილიყო რა ხარვეზი მქონდა, რა იყო ჩემი ბრალი. არ მინდოდა მქონოდა ჩემ თავთან საბაბი, რომ რა ვქნა, პიესამ მეტი საშუალება არ მომცა. ეს პიესა კი დრამატურგიულად სრულიად გამართულია, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა: ხასიათები, პოეზია, მოქმედება, სიღრმეც. ეს იყო ამ არჩევანის მიზეზი და რათქმაუნდა ის ადამიანური ტკივილები, რაზეც ამ პიესაშია საუბარი. მთელი პოეტური შუქით განათებული განცდები, დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და საყვარელი გმირები, ოთხი საყვარელი გმირი. ჩემთვის ეს არ არის სპეკტაკლი უმწეო ადამიანებზე, ეს არის ადამიანების უმწეობაზე ზოგადად. ჩემთვის ამოსავალი წერტილი იყო, ტენეს უილიამსის მკაფიო გამონათქვამი, რომ გარემო, საზოგადოება მოწყობილია ადამიანის დასაღუპად. აქ გარემოა დამღუპველი და არა თვითონ მოქმედი გმირები.
-როგორია თქვენეული ,,მინის სამხეცე” და როგორი იყო მუშაობის პრცესები?
რეზო შატაკიშვილი:- მუშაობა ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ, ბევრჯერ შეიცვალა რამოდენიმე მსახიობი, (ობიექტური მიზეზების გამო). მარინა ჯანაშია შეცვალა მედეა ახალაძემ. ეს არის ახალგაზრდა 27 წლის მსახიობი, ჩვენი უნივერსიტეტის კურს დამთავრებული, იგი საკმაოდ ნიჭიერი და შრომის მოიყვარეა და საბოლოოდ მან შეასრულა დედის როლი (Aმანდა ვინგფილდი), რათქმაუნდა მაყურებლის გადასაწყვეტია ვინ მოეწონება, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ მასთან მუშაობით. ტომი არის ირაკლი ჩხიკვაძე, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც ხშირად თამაშობს ჩემს სპეკტაკლებში, ლაურა არის ნათია ქარუმიძე, ჯიმი კი ითამაშა II კურსის სტუდენტმა ერეკლე გეწაძემ და მე მგონია, ძალიან კარგად გაართვა თავი ამ ამოცანას, არა თუ მეორე კურსელის დონეზე, არამედ საერთოდაც. საინტერესო იყო თვითონ პროცესი მათთან მუშაობის, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა კატეგორია მსახიობების, რომლებსაც აინტერესებთ ძებნა, მოგყვებიან, ერთად ვეძევბთ და ვპოულობთ. ჩვენი სპეკტაკლი არის ადამიანების უმწეობაზე, იმაზე თუ როგორ უნდა გაიხსენოს ადამიანმა საკუთარი წარსული, განიცადოს თავიდან, რათა დაძლიოს ინფანტილიზმი. ტენეს უილიამსი ძალიან მყარად დგას ფროიდის თეორიებზე, და ეს მის დრამატურგიეს კარგად ემჩნევა. უნდა გაიხსენო, თავიდან განიცადო, რომ დაძლიო უკვე ზემოთ ხსენებული პრობლემა. მინდოდა ეს სპეკტაკლი ყოფილიყო ჩვენს წარსულზე, ჩვენ დამოკიდებულებაზე მის მიმართ, რათა აღმძვრალიყო იმპულსი, ჩვენც დავჯდეთ ტომივით და გავიხსენოთ რა ჩავიდინეთ, რა გამოვიარეთ, რატომ ხდება რაღაცები ასე, რომ გავექეცით პრობლემას, რომელიც არ გადაგვიჭრია. ვერ ვაღწევთ ჰარმონიას, წარმატებას, პიროვნულ მთლიანობას. ამიტომ საჭიროა მივბრუნდეთ უკან და ვნახოთ რას ავუარეთ გვერდი. ყველა ძვველი გადაუჭრელი პრობლემა, ისევ გვეძახის თავიდან.
-რ
ოგორი იყო ფესტივალი და რა გამოხმაურება მოჰყვა სპეკტაკლს?
რეზო შატაკიშვილი:- სპეკტაკლზე მუშაობის დროს, გავიგე, რომ მოლდავეთიდან მუსიკის თეატრისა და სახვითი ხელოვნების აკადემიიდან იყო მოწვევა ამ ფესტივალზე. ისინი იღებდნენ კვების და ცხოვრების ხარჯებს, ხოლო მგზავრობის უნდა დაეფარა მიწვეულ მხარეს. ეს სახსრები რათქმაუნდა უნივერსიტეტს არ ქონდა და მე გამოვთქვი სურვილი მომეძიებინა სასპონსორო თანხები და ამ ყველაფერში მხარი დამიჭირა გოგი მარგველაშვილმა და მთლიანად უნივერსიტეტმა რომ წავსულიყავი კიშინოვში, თუ მოვიძიებდი ფულს. უამრავ კერძო კომპანიას მივმართე, რომელიბიც სახელგანთქმულნი არიან ,,ქველმოქმედებით” მაგრამ პასუხიც არ მომსვლია. (რათქმაუნდა თავიდანვე, სახელმწიფო სტრუქტურაზე არც მიფიქრია დაფინანსებისათვის). ამის შემდეგ დრო იწურებოიდა, ამიტომ მივმართეთ კულტურის სამინისტროს და მინისტრს, ბატონ ნიკა რურუას და ოპერატიულად, იმავე დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ გავემგზავრებოდით კიშინოვში. რომ არა კულტურის სამინისტრო და თეატრალური უნივერსიტეტის მხარდაჭერა ჩვენ იქ ვერ წავიდოდით. მეამაყება, რომ ფესტივალზე წავედით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაფინანსებული და არა კერძო კომპანიების. გამორჩეული დამოკიდებულება იყო ქართველების მიმართ, ეს იგრძნობოდა ყველა ფეხის ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის გამო 10 წუთი დაგვაგვიანდა გახსნის ცერემონიალზე (სასტუმროშიც კი არ ვიყავით მისულები), ფესტივალის სამხატრო ხელმძღვანელმა სცენიდან იკითხა, ქართველები მოვიდნენ თუ არა. ჩვენს მიმართ სტუმართმოყვარეობა, სითბო აშკარა იყო, მაგრამ რაც ყველაზე შესაშური იყო, ეს გახლდათ თეატრალური გარმეო. მე გაოცებული ვიყავი იმით, რომ ყველა თეატრზე ლაპარაკობდა, ამ შემთხვევაში სტუდენტებს ვგულისხმობ. მოლდაველი სტუდენტები 24 საათი საუბრობდნენ თეატრზე, თითოეულ დეტალს აზუსტებდნენ, განიხილავდნენ, აინტერესებდათ ჩვენი აზრი და თავისას გვიზიარებდნენ. იქ იყო სრული საფესტივალო გარემო და სწორედ ის მიზნები, რომ გაცვლა მომხდარიყო შემოქმედებისა და აზროვნების. სულ ვიხილეთ 13 სპეკტაკლი ჩვენი ჩათვლით, 7 სხვადასხვა თეატრში, ანუ ეს არ იყო მხოლოდ საუნივერსიტეტო მოვლენა, მათ სპეციალურად გაშალეს მთელი ქალაქის თეატრებში, რომ ეს გამხდარიყო მაშტაბური ხასიათის. იყო საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული, 5 ქვეყანა წარმოდგენილი: რუმინეთი, მოლდავეთი, ბელორუსია, უკრაინა და საქართველო. რუმინეთიდან 4 უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებელი იყო წარმოდგენილი 5 ჯგუფის სახელით, ერთიდან 2 იყო ჩამოსული დანარჩენიდან თითო. თავიდან მართლაც სტუმარმოყავრეობის გაგრძელება მეგონა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება და ოვაციები, მაგრამ შემდეგ ნათელი გახდა, რომ გულწრფელად მიიღეს, 2საათი და 15 წუთი უყურებდნენ სპეკტაკლს. ისინი წარმოდგენას ქართულ ენაზე ისნემდნენ მაგრამ არავითარი უხერხულობა არ იყო (ამაში გვეხმარებოდა ის რომ ეს იყო ტენეს უილიამსი) მაგრამ ძალიან ბევრს წაკითხული არ ქონდა, თუმცა როგორც შემდგომ მათ გვითხრეს, სიუჟეტი სწორად ქონდათ გაგებული. გულწრფელად რისიც შემშურდა ეს ის იყო, რომ მათ იციან პრემიერის მიღება, იციან როგორ გამოხატონ სიხარული, არ ჩაიდონ ჯიბეში სპეკტაკლი და სახლში არ გაიყოლონ, შემდეგ კი სანაგვე ყუთში მოისროლონ. თუ არ მოწონთ, ამისი მკაცრად და დასაბუთებულად თქმაც შეუძლიათ, იმიტომ რომ იქ იყო შემთხვევბი, საკუთარი სპეკტაკლი არ მოეწონათ და მათ კატეგორიულად გადაუარეს, ოღონდ არა ბოღმით და გესლით, აკადემიურად და მყარად, დასაბუთებულად. რაღაც დოზით თავი ზღაპარში მეგონა, უკრაინელები დაგვხვდნენ საჩუქრებით, კარებზე რაღაც წარწერები დაგვახვედრეს, ქუჩებში გვაჩერებდნენ, მადლობას უხდიდნენ მსახიობებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული სკოლა იყო ეს და არ შევარცხვინეთ მისი სახელი. სპეკტაკლის დამთავრების შემდეგ, პოროფესორებთან ერთად ვახშამზე, კიევის თეატრისა და კინოს, დრამის ფაკულტეტის დეკანმა მითხრა, რომ 2012 წელს მე დაპატიჟებული ვარ კიევში, სტუდენტური სპეკტაკლით მათ საერთაშორისო ფესტივალზე, თვითონ ფესტივალის სამხატვრო ელმძღვანელმა პერსონალურად მიმიწვია ისევ ამ ფესტივალზე.
თვითონ სპეკტაკლს მოლდავურმა ტელევიზიამ დაუთმო 2 წუთიანი სიუჟეტი, და ბევრად დიდი სატელევიზიო სივრცე დაეთმო ვიდრე ჩვენთან, ასევე საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა სერიოზული თეატრმცოდნეების მიერ. კეთდება ფილმი ფესტივალზე და სრული ჩანაწერი გაგვიკეთეს სპეკტაკლის, რაც მათი მხრიდან ძალიან კარგი ჟესტი იყო.
-თქვენი სამომავლო გეგმები?
რეზო შატაკიშვილი:- ამჟამად ვარ ძიების პროცესში, ვეძებ კარგ პიესებს, რომლებზეც შემდგომ დავიწყებ მუშაობას, დანარჩენს კი მომავალი გვანახებს.
მე მინდა რეჟოისორს სამომავლოდ უფრო მაშტაბური გეგმების განხორციელება და დიდი წარმატება ვუსურვო, როგორც სამშობლოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
Thursday, March 24, 2011
ჩვენ ყველა გოდოს ველოდებით...
24 მარტს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში შედგა სპეკტაკლის პრემიერა ,,გოდოს მოლოდინში”. მოლოდინი მართალაც დიდი იყო. თეატრალური საზოგადოება ელოდა, თუ როგორ შესთავაზებდა რეჟისორი გიორგი აფხაზავა მაყურებელს, აბსურდის ამ კლასიკურ ნიმუშს.
პიესა გვიხატავს მარტოხელა ადამიანების ყოფას, რომლებსაც იმედის გარდა, არაფერი დარჩენიათ. ისინი ელიან, გულწრფელად, კეთილსინდისიერად, მაგრამ... ეს ძალიან მოსაბეზრებელია.
რეჟისორმა ესტრაგონსა და ვლადიმირს სახელები შეუცვალა და დიდით და გუგუოდ წარმოგვიდგინა (საფრანგეთში მიღებულია ამგვარი შემოკლება სახელებისა). ორ მოქმედებიანი პიესა იწყება ერთ-ერთი მთავარი გმირის, გუგოს (გიორგი ნაკაშიძე) გამოჩენით. სცენაზე გამოსულ მსახიობს, შუქი გამოკვეთს. ის თავდახრილი მოემართება მაყურებლისაკენ, თან მოსდევს მისი განუყრელი მეგობარი დიდი (თემო ნატროშვილი) და იწყება მოქმედება. ძონძებში გამოწყობლი ორი ,,მასხარა”, არაფრის მომცემი საუბრით ჩნდება მაყურებლის წინაშე. ჩექმა, რომელიც უბრალოდ საბაბია ლაყბობისა, ერთადერთი ხელჩასაჭიდი ნივთია, რომლის ირგვლივაც ისინი მუსაიფობენ. დროის გაყვანის მიზნით დაწყებულ მათ საუბარს, სიძულვილნარევი სიყვარულის ელფერი დაჰკრავს, ისინი დაიღალნენ ერთმანეთით, მაგრამ ვერ ეყრებიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასე უფრო იოლია მტანჯველი საათების გაყვანა. პარტერიდან შემოსული პოცო (ზურა გეწაძე) და მისი ლაქია ლაკი (ქეთი ჩაჩუა) სპეკტაკლის დინებას აცოცხლებენ და აქტიურ ფაზაში გადაყავთ, პოცოს იუმორისტული ფრაზებით გაჯერებული საუბარი და ლაკისადმი დამოკიდებულება, ურთიერთ გამომრიცხავია, ხოლო დამონებული და ღონემიხდილი ლაკი, ჭეშმარიტების მღაღადებლად გვევლინება. სპეკტაკლის მანძილზე ზურა გეწაძისა და ქეთი ჩაჩუას პერსონაჟები, მეორედ, სხვა ამპლუაში გვევლინებიან. მათ განგებამ მძიმე ხვედრი არგუნა. პოცო დაბრმავდა, ლაკი დამუნჯდა. მეორე აქტში, სცენაზე ჩნდება ბიჭუნა
(სოსო იოსელიანი) რომლიც, ამ გმირების იმედია გოდოს მოლოდინში, თუ დღეს არ მოვა, მოვა ხვალ!
მკრთალად განათებულ სცენაზე, დეკორაცია აბსურდის თეატრის მოთხოვნათა შესაბამისად მინიმალისტურია, პირობითი. მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებული კასრები უამრავ დატვირთავს იძენს, ისინი ხან საცხოვრებელია გუგოსა და დიდისთვის, ხან თავშესაფარი, ხანაც კი სამალავი. თვალში საცემია მარჯვენა მხარეს დაყრილი მიწა, სცენის შუაში, ლიანდაგებზე მოთავსებული ხე კი საბედისწერო ადგილია, ზუსტად აქ მწიფდება პერიპეტია, ანუ ,,ბედნიერებიდან უბედურებაში” გადასვლა, თუმცა ძნელია თქვა რომელიმე პერსონაჟზე, რომ ის ბედნიერია, ან ბედნიერი როდესმე იყო. სცენის ბოლოს კედელზე მოთავსებული მრგვალი დაფა კი, მთვარის ფუნქციას ასრულებს და დეკორაციულ გაფორმებაში დამაგვირგვინებელ, ემოციურ ფონს ქმნის. სცენოგრაფმა გაფორმება ზუსტად მიუსადაგა სიუჟეტს და თემატიკას.
მსახიობის მიერ შესრულებული ქმედება თუ, წარმოთქმული ფრაზა, მაყურბლის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება, ამიტომაც მინდა აღვნიშნო ის ფაქტი რომ, სპეკტაკლის მსვლელობის დროს თვალშისაცემი გახლდათ გიორგი ნაკაშიძის დაძაბული რეპლიკები, ის თითქოს ტექსტზეა ორიენტირებული, რაც ხელოვნურობის შეგრძნებას ბადებს, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ მისი მონოლოგი ,,საათები უსასრულოდ გრძელია”... იმდენად ემოციურად და ზუსტად იყო შესრულებული, რომ პუბლიკის ყურადღება, მთლიანად მსახიობზე გადავიდა.
ყველაზე მეტად გამოვყოფდი პოცოს, ზურა გეწაძის შესრულებით. მისი მაღალი პროფესიონალიზმი და არტისტული მონაცემები უდაოდ ეფექტურს ხდის სპეკტაკლს: პირველი შემოსვლა სცენაზე, მაყურებელს ამხიარულებს, ემოციურ ფონს ზრდის და შემოაქვს მეტი დინამიზმი. მკაფიოდ გამოკვეთილი სიტყვები, სწორი ინტონაცია, მიმიკა და პლასტიურობა, სრულ სინთეზშია. არაჩვეულბრივია მისი ერთი მდგომარეობიდან-მეორეში გარდასახვა. მისი პერსონაჟი უამრავ მხატვრულ სახეს ქმნის: პოცო-დესპოტი, პოცო-მეგობარი, იუმორით აღსავსე ადამიანი, დრამატული, ჭეშმარიტების მღაღადებელი და რეალობასთან პირისპირ მდგარი, ის კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ,,ადამიანები სამარის პირას ვიბადებით”. მსახიობ ქეთი ჩაჩუას მიერ შესრულებული მონოლოგი იყო დასტური იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა პირველ და მეორეხარისხოვან როლს, მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს, რომლებიც ემოციით იყო გაჟღენთილი, ნათლად ეტყობოდა, რომ შემსრულებელი ბოლომდე დაიხარჯა ამ გამოსვლით და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
სპეკტაკლის ბოლოს, სცენაზე რჩებიან ორნი-დიდი და გუგო. ისინი კვლავ სიმართლის ძიებაში არიან და ელიან გოდოს. ის მოვა, დღეს თუ ხვალ, ზეგ...
დასამახსოვრებლია სიზმრის სცენა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობების პლასტიკა და მიმიკა იმდენად მრავლისმეტყველია მოცემულ მონაკვეთში, რომ დარბაზში მსხდომი პუბლიკისათვის ყველაფერი ნათელია.
ბეკეტისა და იონესკოს გმირები, არსებობენ ცხოვრებისა და სიკვდილის ზღვარზე, მათ ცხოვრების ეშინიათ არანაკლებად, ვიდრე სიკვდილის, მათ არ გააჩნიათ ისეთი სახეები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით რეალისტურ ხელოვნებაში. ისინი ჩადიან უჩვეულ, არალოგიკურ საქციელს, ლაპარაკობენ დაუმთავრებელი ფრაზებით, იყენებენ შემთხვევით სიტყვებს, რომლებიც ზოგჯერ არაფერს ნიშნავს, ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ შევიგრძნოთ მარტოხელა ადამიანის არსებობის უაზრობა და საშინელება. ადამიანის ცხოვრება აბსურდულია, ამტკიცებენ ეს დრამატურგები, რადგან ადამიანი მომაკვდავია.
სამუელ ბეკეტისთვის ეს პიესა უბრალო, მარტივი თამაშია, ზედმეტი ფილოსოფიური და რელიგიური ნააზრევების გარეშე, მაგრამ ფაქტია რომ, ეს ნაწარმოები სიმარტივის ფარგლებს ცდება და ბევრად ღრმა შრეებში გადის. იგი მკითხველსა და მაყურებელს უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს და ამიტომ ყველას თავისებურად შეულძლია გაიგოს მისი არსი, დაინახოს უმარავი სიმბოლო და ჩაწვდეს მას. სპეკტაკლს რეფრენად გასდევს სიტყვები ,,ჩვენ გოდოს ველოდებით”. თითქოს ეს ,,დაურღვეველი პირობაა, რომლეიც გმირებმა გოდოსთან დადეს”, მათ ერთადერთი რამ აძლებინებთ ამ სამყროში-იმედი. თავის ჩამოხრჩობის სურვილი, რომელიც დიდისა და გუგოს ამოძრავებს, უარყოფილია პატარა უმნიშვნელო მიზეზებით, ისინი თავიანთ თავებს არ უტყდებიან, ეძებენ ხელჩასაჭიდს. აყვავებული ტირიფი, პატარა ბიჭუნა, ეს იმ იმედის ნაპერწკალია, რომელიც გოდოს მოლოდინს ამსუბუქებს და აიძულებს გმირებს ელოდონ მას. ამ მარტოსული ადამიანების ყოფაზე გვესაუბრება ავტორი, ზოგადად კაცობრიობის პრობლემებზე: ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შეუბრალებელნი, მაჩანჩალები, მხიარულები, გონიერი ადამიანები, რომლებსაც სურთ სხვათა დახმარება ან მონურ მდგომარეობას შეგუებულნი, რომლისთვისაც მადლობის თქმაც კი შეიძლება მოგვიხდეს. პიესის გმირებს უნდათ იყონ ბედნიერები მაგრამ მათი ყოფა გაუსაძლისია და სიხარულის ნაპერწკალიც კი არ ღვივის, მხოლოდ მტანჯველი მოლოდინი.
უაზრო დიალოგები, არაფრის მთქმელი სიტყვები გვესმის სცენიდან, მაგრამ აბსურდის ამ დრამას ბევრად დიდი საზრისი აქვს ვიდრე ეს ერთი შეხედვითაა. ,,ყველანი გიჟებათ ვიბადებით, მაგრამ ზოგიერთი მუდამ ასეთი რჩება”, ესაა ცხოვრება. დაბრმავებული პოცო სიმბოლოა ადამიანის ცხოვრების მოულოდნელობისა, რომელიც ერთ წამში გარდაქმნის მის პირმშოებს. ის ტომარაში ჩაყრილი ქვიშაა, თუ ძირს გაუხევ აუცილებლად გადმოიყრება და მისგან არაფერი დარჩება.
სამწუხაროდ რეჟისორი ზოგჯერ ,,იკარგება”: პირველ აქტში გაწელილ დიალოგებს, მხოლოდ პარტერიდან შემოსული პოცო და ლაკი აცოცხლებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ დროის გაყვანის მიზნით, ხელოვნურად იყო გაჭიმული ეს მოქმედება, რაც ცოტა არ იყოს დამღლელია მაყურებლისათვის. სპეკტაკლი ძირითადად მსახიობების პროფესიონალიზმზე აეწყო. რა მოხდებოდა, რომ პიესა აბსურდის არ ყოფილიყო? მაშინ II მოქმედების ბოლო სცენა ჩემთვის გაუგებარი დარჩებოდა. ეს ის მომენტია, როდესაც სოსო იოსელიანის პერსონაჟი მეორედ ჩნდება, გიორგი ნაკაშიძისა და თემო ნატროშვილის საუბრის დროს. ბიჭი სცენის სიღრმიდან გამოდის, ამ დროს მაყურებლისკენ სახით მდგარი დიდი (თემო ნატროშვილი) ყოველგვარი ,,მიზეზის” გარეშე ბრუნდება უკან და იწყებს დიალოგს ბავშვთან, ეს ქმედება კი ზუსტად ეხმიანება აბსურდის თეატრის პირინციპებს.
ბეკეტის ეს პიესა, 2002 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა რობერტ სტურუას მიერ. მის მიერ დადგმულ ამ სპეკტაკლს ,,ფილოსოფიური კლოუნადა” უწოდეს და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ესტრაგონი და ვლადიმირი ამჯერად აქ დიდისა და როროს სახელებით მოგვევლინენ. დაიწერა უმარავი სტატია, რომლებიც დადებითად აფასებდნენ სპეკტაკლს.
მოლოდინმა გაამართლა, ბეკეტის გმირები კიდევ ერთხელ გაცოცხლდნენ ჩვენს წინ და ნათელი გახადა, რომ ყველა, გოდოს ველოდებით...
Subscribe to:
Posts (Atom)